სასამართლო კლანის სანქცირება

კობახიძე აშშ-ზე: სხვა თემებიც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან

თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ხომ ის ინტერესი უნდა გქონდეს, აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ, ან საზოგადოებას მაინც უთხრა. საზოგადობას რატომ უმალავ, კაი, ენჯეოების გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და უთხარი საზოგადოებას, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ესა და ეს დანაშაული, რატომ არ ამბობ, თუ მტკიცებულება გაქვს, აქ სად არის ლოგიკა.

აქ არ არის არავითარი ლოგიკა და ეს თემები ჩამოვთვალე მე, რაც მეტყველებს საპირისპირო მხარეს, რომ არის პოლიტიკური ინტერესი, მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში.

ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი, დღეს არ მინდა  უბრალოდ საუბარი, შეიძლება, მომავალში დაგდეს ამის დრო, მაგრამ ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს, ამიტომ, მე მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად. ჩვენი პრინციპი არის ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში ოთხი მოსამართლის სანქცირებაზე.

კომენტარები