რუსეთი

"აშშ-ს დომინირების აღმოფხვრა" – რუსეთმა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია გამოაცხადა

ვლადიმირ პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციას.

რუსული მედიის მიხედვით, კონცეფციის ძირითადი დებულებებია:

რუსეთის მსოფლიო როლის შესახებ:

  • რუსეთის პრეზიდენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და წარმოადგენს მას საერთაშორისო ურთიერთობებში.

  • კაცობრიობის დიდი ნაწილი დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობით.

  • რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს უცხოური ქვეყნებისა და მათი გაერთიანებების ანტირუსული საქმიანობის წინააღმდეგ მოქმედებას.

  • რუსეთი შეინარჩუნებს არსებობის უფლებას ყველა არსებული გზით.

  • რუსეთი წარმოადგენს თვითმყოფად ქვეყანა-ცივილიზაციას, ფართო ევრაზიულ და ევრო-წყნაროკეანულ სახელმწიფოს, რუსული სამყაროს ნაყოფს. ის თამაშობს უნიკალურ როლს გლობალური ძალთა ბალანსის მხარდაჭერაში და უზრუნველყოფს კაცობრიობის მშვიდობიან განვითარებას.

  • რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების უფლებებისა და თავისუფლების ეფექტიან დაცვას და მსოფლიოში რუსული ენის პოზიციის გამყარებას.

  • რუსეთის ფედერაციის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა განპირობებული იქნება მათი პოლიტიკის სახით - იქნება კონსტრუქციული, ნეიტრალური თუ არამეგობრული.

  • რუსეთი, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში მისი გადამწყვეტი წვლილის გათვალისწინებით, მსოფლიო განვითარების ერთ-ერთი სუვერენული ცენტრია.

  • რუსეთის ფედერაცია აპირებს პრიორიტეტულად მიიჩნიოს სტრატეგიული შეკავება ბირთვული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მოსკოვისთვის პრიორიტეტი იქნება საერთაშორისო ხელშეკრულებების გაძლიერება სტრატეგიული სტაბილურობისა და შეიარაღების კონტროლის სფეროებში.

უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ნათქვამია:

  • რუსეთს შეუძლია გამოიყენოს თავისი ჯარი, რათა დაიცვას ან თავიდან აიცილოს თავდასხმა საკუთარ თავზე ან მის მოკავშირეებზე.

  • რუსეთის ფედერაცია გამომდინარეობს იქიდან, რომ მისი შეიარაღებული ძალები შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

  • მოსკოვი ცდილობს უზრუნველყოს უსაფრთხოება ყველა სახელმწიფოსთვის თანაბრად, მაგრამ მხოლოდ ურთიერთგაგების პრინციპის საფუძველზე.

  • რუსეთი გამოიძიებს ბიოლოგიურ და მომწამლავ იარაღებზე მუშაობის შესაძლო შემთხვევებს.

  • რუსეთი წინააღმდეგ იქნება გაეროს წესდებაში გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპების თვითნებური ინტერპრეტაციის მცდელობებზე.

  • მოსკოვი ყურადღებას მიაქცევს ევროპისა და NATO-ს არამეგობრული ქვეყნების მხრიდან არსებული უსაფრთხოების საფრთხეების უვნებელყოფას.

  • რუსეთის ფედერაცია განავითარებს სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას მოკავშირეებთან რეგიონული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

  • რუსეთი აპირებს აქტიურად განავითაროს თანამშრომლობა ყველა სფეროში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ასევე შეაჩეროს არამეგობრული ქვეყნების მცდელობები, ჩაერიონ მათ თანამშრომლობაში.

  • მოსკოვი აძლიერებს მისი სახელმწიფო საზღვრისა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იურისდიქციის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში გაფორმების პროცესს.

  • რუსეთის ფედერაცია მოკავშირეებს გაუწევს მხარდაჭერას მათი უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, მიუხედავად მათი საერთაშორისო აღიარებისა.

  • რუსეთი უპასუხებს არასიმეტრიული ზომებით, მათ შორის სანქციებით, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ შექმნილ საფრთხეს.

საერთო ჯამში საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ:

  • რუსეთი ესწრაფვის საერთაშორისო ურთიერთობის სისტემას, რომელიც დაიცავს თვითმყოფადობას და თანასწორ პირობებს ყველა სახელმწიფოს განვითარებისთვისა და საერთაშორისო ეკონომიკაში განვითარებადი ქვეყნების მონაწილეობის გაფართოებას.

  • საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ფედერაციის პრიორიტეტებია, სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების განუყოფლობა და ჰეგემონიის უარყოფა საერთაშორისო საქმეებში. რუსეთის საგარეო პოლიტიკა არის მშვიდობისმოყვარე, ღია, პროგნოზირებადი, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დამყარებული.

  • მოსკოვი მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას უნივერსალური და ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების დასაცავად.

  • საერთაშორისო სამართლის განვითარებამ უნდა გაითვალისწინოს მრავალპოლარული სამყაროს რეალობა.

  • მხოლოდ მთელი მსოფლიოს პოტენციალებისა და კეთილსინდისიერი ძალისხმევის გაერთიანებას შეუძლია ჩვენი დროის პრობლემების გადაჭრა.

  • რუსეთის საკუთარი ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტად თვლის რუსოფობიის წინააღმდეგ მოქმედებას, რუსული ენის, კულტურის, სპორტის, მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვას, ისტორიული სიმართლისთვის ბრძოლას.

  • რუსეთი პრიორიტეტულად დაუთმობს ყურადღებას  მედიის რეგულირებისა და დაცვის საერთაშორისო მექანიზმების გაუმჯობესებას. რუსეთის ფედერაცია გამოყოფს პრიორიტეტულ ყურადღებას უცხოური აუდიტორიისთვის ქვეყნის პოლიტიკის ჭეშმარიტი ინფორმაციის მიწოდებას.

  • მოსკოვი, ნდობის შემცირების პირობებში, დიპლომატიის ეფექტიანობის შემცირებას ადგენს. 

  • რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს არაპოლიტიზირებულ საერთაშორისო ძალისხმევას გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შეზღუდვის მიზნით. რუსეთის ფედერაცია თავიდან აიცილებს ტრანსსასაზღვრო ზიანს მის გარემოზე, პირველ რიგში ქვეყანაში დამაბინძურებელი ნივთიერებების შეყვანას.

  • რუსეთი ეწინააღმდეგება ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის პოლიტიზებას.

დასავლეთთან თანამშრომლობის შესახებ:

  • რუსეთი თავს არ თვლის დასავლეთის მტრად და მისგან არ იზოლირდება - რუსეთი ელის, რომ დასავლური ქვეყნები იაზრებენ მოსკოვთან კონფლიქტის არაპერსპექტიულობას და მიიღებენ მრავალპოლუსიანობას.

  • რუსეთისთვის პრიორიტეტული იქნება აშშ-სა და სხვა არამეგობრული ქვეყნების "დომინირების რუდიმენტის" აღმოფხვრა მსოფლიოს საქმეებში, მათ მიერ ეკონომიკაში არსებული ადგილით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობის შემცირება, ყველა ქვეყნის მიერ ნეოკოლონიალურ და ჰეგემონიურ ამბივიებზე უარის სათქმელი პირობების შექმნა. აშშ რუსეთის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას დასავლეთის ჰეგემონიისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

  • მოსკოვი ვაშინგტონის კურსს მიიჩნევს რისკების მთავარ წყაროდ საკუთარი და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და მთლიანად კაცობრიობის სამართლიანი განვითარებისთვის.

  • ანტირუსულ პოლიტიკაზე უარის თქმა და შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლობის მოპოვება დადებითად აისახება ევროპის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

  • რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის ურთიერთობის ფორმირება დამოკიდებულია ვაშინგტონის მზაობის სიჩქარეზე, უარი თქვას ძალისმიერ დომინირებაზე.

  • რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია სტრატეგიული პარიტეტის შენარჩუნებით, შეერთებულ შტატებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებითა და ინტერესთა ბალანსით.

  • ნეოკოლონიალიზმისა და ნეოლიბერალიზმის ლოგიკით მოაზროვნეები არ აღიარებენ მრავალპოლუსიანი მსოფლიოს რეალობას.

  • რუსეთის ფედერაცია აპირებს ურთიერთობების დამყარებას ანგლო-საქსურ სახელმწიფოებთან იმის მიხედვით, თუ რამდენად მზად არიან უარი თქვან ანტირუსულ კურსზე.

  • ევროპის მიერ იმის გაცნობიერება, რომ რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობიანი თანაარსებობის ალტერნატივა არ არსებობს, დაეხმარება ამ სახელმწიფოებს დაიკავონ თავიანთი კანონიერი ადგილი მრავალპოლუსიან სამყაროში.

  • მოსკოვი ხედავს იმ კონფლიქტების გამწვავების, ლოკალურ ან გლობალურ ომში გადაზრდის საფრთხეს, რომლებშიც დიდი ქვეყნები მონაწილეობენ. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სულ უფრო მეტად განისაზღვრება ძალით.

მთელ მსოფლიოსთან ურთიერთობის შესახებ:

  • ევრაზია უნდა იქცეს მშვიდობის, სტაბილურობის, ნდობისა და კეთილდღეობის სივრცედ - ეს არის პროექტის, რუსეთი 21-ე საუკუნეში, მთავარი ფლაგმანი. რუსეთის ფედერაცია პრიორიტეტს მიანიჭებს ევრაზიაში ინტეგრირებული ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცის ფორმირებას. 

  • ახლო საზღვრებში მთავარი მიზანია რეგიონის მშვიდობის, კეთილმეზობლობისა და კეთილდღეობის ზონად ქცევა.

  • რუსეთის ფედერაცია პრიორიტეტს მიანიჭებს შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციას და მოგვარებას ახლო საზღვრებში. რუსეთის ფედერაცია ეწინააღმდეგება არამეგობრული ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას ან გაძლიერებას.

  • საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენულ თანასწორობას და ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობას.

  • გარე ზეწოლისა და მსოფლიო წესრიგის კრიზისის საპასუხოდ, ჩაგრული ქვეყნები ბუნებრივად აძლიერებენ თანამშრომლობას.

  • რუსეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად თვლის მეგობრულ მსოფლიო ცენტრებთან - ინდოეთთან და ჩინეთთან კავშირების გაღრმავებას. ასევე იმოქმედებეს აფრიკის გავლენიან მსოფლიო ცენტრად განვითარებისა და ლათინოამერიკასთან თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით.

  • რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთსასარგებლო კავშირების განმტკიცებას და რეგიონის იმ სახელმწიფოების მხარდაჭერას, რომლებიც შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ არიან.

  • რუსეთის ფედერაცია პრიორიტეტს მიანიჭებს აფრიკის ქვეყნების მხარდაჭერას, მათ შორის უსაფრთხოების, სურსათისა და სამხედრო თანამშრომლობის სფეროში.

  • რუსეთი მხარს უჭერს SCO-ს, BRICS-ს, დსთ-ს, ОДКБ-ს პოტენციალის გაძლიერებასა და როლს მსოფლიოში.

  • რუსეთი იმოქმედებს ASEAN-ის სისტემის უსაფრთხოების, თანასწორობისა და განვითარებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობების წინააღმდეგ.

  • მოსკოვი გააძლიერებს ყოვლისმომცველ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მეგობარ ისლამურ ცივილიზაციასთან.

  • რუსეთი ეწინააღმდეგება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გამყოფი ხაზების პოლიტიკას.

  • რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს არქტიკაში საერთაშორისო საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტას. მოსკოვი დაინტერესებულია ანტარქტიდის, როგორც მსოფლიოს დემილიტარიზებული ზონის შენარჩუნებით.

  • რუსეთი მიზნად ისახავს ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას მსოფლიო ოკეანეში, კოსმოსურ და საჰაერო სივრცეში.

  • მოსკოვი თავის პრიორიტეტს კასპიის ზღვის არეალში თანამშრომლობის გაძლიერებაში ხედავს.

  • რუსეთი აპირებს ურთიერთობების გაძლიერებას ირანთან, თურქეთთან, საუდის არაბეთთან, ეგვიპტესთან და სირიასთან.

ეკონომიკაზე:

  • რუსეთის ფედერაცია მსოფლიო ეკონომიკაში არამეგობრული ქვეყნების მონოპოლიას შეებრძოლება, ასევე მოსკოვი ადგენს სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანას, მსოფლიო ეკონომიკაში პოზიციების განმტკიცებას.

  • მოსკოვი ესწრაფვის არაენერგო ექსპორტის გაზრდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ნეიტრალური პოლიტიკა აქვთ.

  • რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს მსოფლიო მონეტარული და ფინანსური სისტემის ადაპტაციას მრავალპოლარული სამყაროს რეალობასთან.

  • მოსკოვი პრიორიტეტს ანიჭებს დეპოლიტიზებული საერთაშორისო გადახდის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

  • რუსეთი ცდილობს გააუმჯობესოს მსოფლიო ბაზრებზე წვდომის პირობები, დაიცვას რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციები, ინვესტიციები და საქონელი დისკრიმინაციისგან.

  • რუსეთის ფედერაცია პრიორიტეტს მიანიჭებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

კომენტარები