ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტოკჰოლმში რუსეთის ელჩი გამოიძახა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტოკჰოლმში რუსეთის ელჩი გამოიძახა. რუსი დიპლომატის საგარეო სამინისტროში დაბარების მიზეზი NATO-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ მისი რეპლიკა გახდა

"საგარეო საქმეთა სამინისტრო იბარებს რუსეთის ელჩს, რათა გააპროტესტოს ჩარევის აშკარა მცდელობა". - თქვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა შვედურ მედიასთან საუბრისას.

რუსეთის ელჩმა საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ NATO-ში გაწევრიანებამ სკანდინავიური ქვეყნები "რუსეთის საპასუხო ზომებისთვის, მათ შორის სამხედრო ხასიათის, ლეგიტიმური სამიზნე გახადა".

შვედეთი და ფინეთი NATO-ში გაწევრიანებას 2022 წლიდან ცდილობენ, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და იმედოვნებენ, რომ გაწევრიანების პროცესი წელს დასრულდება. 

კომენტარები