რუსული კანონი

კოლომინა: დარჩიაშვილმა დაგვარწმუნა, რომ [აგენტებზე კანონის მიღების] განზრახვა დასამარებულია

ჩვენთვის შემაშფოთებელია კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, მასზე ჩვენ მკაფიო რეაგირება გვქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ცუდი ნაბიჯი თქვენი ქვეყნისგან, რომელიც თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ხელს არ შეუწყობდა, თუმცა პარლამენტმა ხელისუფლების მხარდაჭერით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გამოიწვია კანონპროექტი. ჩვენ დაგვარწმუნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ეს განზრახვა არის დასამარებული. ჩვენ მას ვურჩიეთ, გაგრძელდეს რეფორმები რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც ევროკავშირმა და NATO-მ გასცეს. დღეს ისევ მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბრუნოს რეფორმების გატარების ტემპი. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სასამართლო რეფორმა, ასევე, პოლიტიკური პოლარიზაცია და უსაფრთხოების სექტორი. არის სხვა რეფორმებიც, რომლებიც ნახსენები იყო რეკომენდაციებს შორის. ჩვენ ვრჩებით შეშფოთებული. გვესმის, რომ არის სირთულეები, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია გააუმჯობესოს მათი შესრულების როგორც ხარისხი, ასევე ტემპი. 

[ფორმულას თარგმანი] ამბობს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები