ევროპული საქართველო

ბოკერია: ტყუილია, რომ რეჟიმის ცვლილების გარეშეც შეგვიძლია წინსვლა, მკაფიო გზავნილი გვინდა

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, პოლიტიკური პარტიების და მთელი საზოგადოების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, "ამ ჭაობიდან  ამოსვლა როგორ მოხდეს". როგორც ბოკერიამ TV პირველის ეთერში თქვა, ამისთვის აუცილებელია იმის სწორი შეფასება და ანალიზი, რაც აქამდე მოხდა. ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ამბობს, რომ აუცილებელია მკაფიო გზავნილი და მოქმედი ხელისუფლების პირობებში კანდიდატობისთვის აუცილებელი 12 პუნქტის რეალურ შესრულებაზე საუბარი სიცრუეა. 

"საზოგადოებამ აჩვენა ამ რეჟიმს თავის ძალა და ყველას, ვისაც ხელი ჰქონდა ჩაქნეული ჩვენი ქვეყნის მომავალზე, აჩვენა, რომ გვაქვს საფუძველი, ავაშენოთ თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი სამყაროს ნაწილი, ეს გვაჩვენა ამ პროტესტმა.

პროტესტის დროს იყო პოზიციის სრული ერთიანობა სამოქალაქო ჯგუფების, პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების ანუ იყო გზავნილი, რომ ეს კანონი და სიარული დასავლეთისკენ, არის შეუთავსებელი. ის კი არა, რომ "დავსხდეთ, ვიმუშაოთ და სამუშაო ჯგუფი შევქმნათ", ეს კანონი რისთვისაც იღებენ, იმის გამო, რომ აშკარად იღებენ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და პუტინიზმის მხარდასაჭერად, არის შეუთავსებელი მომავალთან.

მკაფიო გზავნილმა გაჭრა და ეს იყო ეფექტური იმ პროპაგანდის ნიაღვარის წინააღმდეგ, რომელიც მოდის რეჟიმისგან. ლოგიკურად, თუ ჩვენ გვინდა, რომ სხვაგანაც ვიყოთ წარმატებული, მინიმუმ ეს პირობა უნდა იყოს შესრულებული.

ვისაც გვჯერა, რომ ეს რეჟიმი და დასავლური ანუ ქართული მომავალი არის შეუთავსებელი, მაგ საკითხშიც ერთიანები უნდა ვიყოთ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ერთი უკიდურესობიდან ზოგჯერ მეორეში გადასვლას, ეიფორიას, რომ "აი, ხომ ვაიძულეთ, რომ ეს კანონი არ მიიღოს, ახლა ვაიძულებთ 12 პუნქტის მიღებას. ერთია წარმატებული, ეფექტური პროტესტის შედეგად, რომელშიც ახალგაზრდებმა გამოიჩინეს თავი, რეჟიმის მავნებლობის შეჩერება, შეფერხება ან შემცირება, რაც ვნახეთ, მაგრამ არ არსებობს, პროტესტის შედეგად პუტინისტური რეჟიმი გარდაიქმნას დასავლურად" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ კანდიდატობა არის ინსტრუმენტი.

"ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა, ევროკავშირის წევრობა და თან რაც მთავარია, გვინდა, შიგნით ვიყოთ იმნაირი ქვეყანა, რასაც თავისუფალი სამყარო ჰქვია. ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ უცებ მოეწონათ წარმატებული პროტესტი და ახლა, "მოდი, ვაიძულოთ, დეოლიგარქიზაცია მოახდინოს ივანიშვილმა და თვითონ მოიჭრას თავი. ეგ სიცრუეა. თუ ჩვენ დავეხმარებით რეჟიმს საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანაში, რომ ამ რეჟიმის პირობებში წინსვლა შესაძლებელია, ეგ უკან მოგვიტრიალდება" - თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ.

გიგა ბოკერიას შეფასებით, რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს, ერთერთი ფაქტორი, რამაც შეაშინა რეჟიმი, იყო მათი მხარდამჭერების ან ინდიფერენტული ადამიანების რიგებში რღვევა.

"მათ ნახეს, რომ საზოგადოების ნაწილი, ვინც აქამდე თვლიდა, რომ საქმე არ იყო საგანგაშოდ, ან შეგუებულები იყვნენ სტატუს კვოს ან მხარს უჭერდნენ ალტერნატივის ან ომის შიშით სტატუსკვოს, ახლა გამოვიდნენ გარეთ. და ახლა გვინდა, ამ ხალხს ხავსი მივაწოდოთ, რომ არა, რეჟიმის ცვლილების გარეშეც შეგვიძლია წინსვლა? ეგ ტყუილია" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ რეჟიმის დასავლეთთან შეუთავსებლობის ჩვენებას სჭირდება მკაფიო გზავნილი.

"ამ კანონზე რომ დაგვეწყო - ახლა ვილაპარაკოთ პირველ, მეორე, მეხუთე და მეექვსე მუხლზე. ეს რომ ყოფილიყო გზავნილი, რომ იქნებ ამ მუხლში სხვა ფორმულირება იყოსო, ეს შეუწყობდა ხელს საზოგადოებას, რომ გაეგო?... ჩვენი გზავნილი ხომ სწორი იყო, რომ ეს კანონი მუხლებისდა მიუხედავად იყო მტრული, რუსული, იმიტომ, რომ ამოცანა აქვს მტრული. იგივე გზავნილი გვჭირდება რეჟიმზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში რისკი იზრდება იმის, რასაც ამდენი წელი ეს რეჟიმი ახერხებდა წარმატებით - პროდასავლერი ამომრჩევლის ნაწილის ხელით ანტიდასავლური ანუ ანტიქართული საქმის კეთებას, სხვანაირად ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. 

კი, უკანონო მეთოდები მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკური დევნა, მოსყიდვა, დაჭერა, მაგრამ არ მოვიტყუოთ თავი, იყო ნაწილი საზოგადოების, პროევროპული საზოგადოების, რომელიც სხვადასხვა არგუმენტით უჭერდა მხარს" - თქვა ბოკერიამ.

კითხვაზე, 12 პუნქტის შესრულება ხომ არ გულისხმობს დათმობას ხელისუფლებისთვის, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე პასუხობს, რომ "ივანიშვილის რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, კი. ანუ რეალურად დამოუკიდებელ სასამართლოს შექმნის და რეალურ დეოლიგარქიზაციას მოახდენს?".

"პუტინისტურ კანონს იღებდა. მე პირიქით, ყველა ადამიანს, ჩემს საახლობლოში, ვინც ახლა სწორად დაინახა საგანგაშო ვითარება, მერე თუ თავის დაწყნარებას შეეცდება - რა გინდათ, ხომ გაიწვია ეს კანონიო, მე ვცდილობ, ვუთხრა - ხალხო, ვისაც ასეთი რამე თავში მოუვიდა, რომც არ გაუვიდეს და არ გაუვიდა, როგორ შეიძლება, იმან გაგვიყვანოს თავისუფლების სამშვიდობოზე დასავლეთში, ეს უნდა იყოს გზავნილი" - ამბობს ბოკერია.


21 მარტს გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – როგორ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი. ევროპული საქართველოს ლიდერებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა არსებული კრიზისის და ამ კრიზისიდან გამოსავლის გზებთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, NGO-სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე გაიმართა პროექტის - ევროპული არჩევანის მცველი - პრეზენტაცია და ასევე, მოკლემეტრაჟიანი ფილმის - ქართული თუ რუსული ოცნება? - ჩვენება.

კომენტარები