შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

კუბრაკოვი: შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გაგრძელდება

ოლეკსანდრ კუბრაკოვი

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ოლეკსანდრ კუბრაკოვის ცნობით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გაგრძელდება. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გაგრძელდება. მადლიერი ვარ გაეროს გენერალური მდივნის, ანტიონიო გუტიერეშის, პრეზიდენტ ერდოღანის, თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარისა და ყველა ჩვენი პარტნიორის. მათ შეთანხმება ბოლომდე დაიცვეს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიო ბაზარს 25 მლნ ტონა მარცვლეული მიეწოდება".


მოსკოვი მზადაა, მხოლოდ 60 დღით გაახანგრძლივოს შეთანხმება, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ განცხადება 13 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი ვერშინინმა გაეროს ოფიციალურ პირებთან ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2022 წლის ნოემბერში 120 დღით გაგრძელდა და 18 მარტს, თუკი მხარეები თანახმა იქნებიან, კვლავ განახლდება.

კომენტარები