შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

რუსეთი მზადაა, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 60 დღით გაახანგრძლივოს

უკრაინა, 2022 წლის 9 აგვისტო
Reuters/Viacheslav Musiienko

მოსკოვი მზადაა, მხოლოდ 60 დღით გაახანგრძლივოს  შეთანხმება, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ განცხადება 13 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი ვერშინინმა გაეროს ოფიციალურ პირებთან ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. 

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2022 წლის ნოემბერში 120 დღით გაგრძელდა და 18 მარტს, თუკი მხარეები თანახმა იქნებიან, კვლავ განახლდება.

კომენტარები