ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

ერმაკი: პუტინის დაკავება შეიძლება იმ ქვეყნებში, სადაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, "პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს". შესაბამის განცხადებას ანდრეი ერმაკი Telegram-ის არხზე ავრცელებს.

"ასევე მუშაობს უკრაინის საკოორდინაციო საბჭო ბავშვთა დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რომლის მიზანია, შეაჩეროს უკრაინიდან ბავშვების იძულებითი გადაყვანა ან დეპორტაცია რუსეთში, მათი ოჯახებში დაბრუნება, ასევე გაერთიანება ბავშვის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით. გამოძიების პროცესში დაფიქსირდა ბავშვების იძულებითი დეპორტაციის 16 000-ზე მეტი შემთხვევა. რეალური რიცხვები შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს. 308 ბავშვის დაბრუნება შევძელით. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ". - თქვა ერმაკმა.


უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ამასთან, ანალოგიური ბრალდებებით გაიცა ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერიც.

კომენტარები