უკრაინა

2022 წელს უკრაინა მსოფლიოში იარაღის მესამე უმსხვილესი იმპორტიორი გახდა – SIPRI

2022 წელს უკრაინა მსოფლიოში იარაღის მესამე უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. ამის შესახებ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) კვლევაშია ნათქვამი

"1991 წლიდან 2021 წლის ბოლომდე უკრაინას რამდენიმე ძირითადი იარაღი შემოჰქონდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-სა და ევროპის მრავალი სახელმწიფოს სამხედრო დახმარების შედეგად, უკრაინა 2022 წლის განმავლობაში მე-3 უმსხვილესი იარაღის იმპორტიორი გახდა (კატარისა და ინდოეთის შემდეგ) და მე-14 2018-22 წლებში". - ვკითხულობთ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის კვლევაში.

ამავე ინფორმაციით, რუსეთის იარაღის ექსპორტი 2013–17 და 2018–22 წლებში 31%-ით შემცირდა, ხოლო მისი წილი იარაღის გლობალურ ექსპორტში 22-დან 16%-მდე შემცირდა.

გარდა ამისა, SIPRI-ის თანახმად, სავარაუდოა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე რუსეთის იარაღის ექსპორტი კიდევ უფრო შემცირდება.

კომენტარები