ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია მერაბიშვილზე: ოცნების პროპაგანდისთვის საკვების მიცემა ყველაზე ცუდი სამსახურია

ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს.

ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერესებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად.

სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა!

რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ.

წერს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. მელია ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის 10 მარტს უკრინფორმის მედიაცენტრში გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც მერაბიშვილმა მასობრივი საპროტესტო აქციები დაანონსა. 

კომენტარები