ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილი: ვაპირებთ დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები – მიზანია მთავრობის შეცვლა

ახლა ჩემთვის რთულია პროგნოზირება ამ აქციების გაგრძელების. რადგან ცოტა ხნის წინ პარლამენტმა გააუქმა ეს კანონი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს, ვინც ამ მიტინგებში მონაწილეობდა, უხარია, რომ წარმატება მიღწეულია. ვერ ვიტყვი ზოგადად საზოგადოებაში, თუმცა ჩვენი პარტია ნაციონალური მოძრაობა, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა ამ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მინდა, გითხრათ, როდესაც უკრაინა და მოლდოვა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, საქართველოს მაშინ ამ სტატუსზე უარი უთხრეს. ახლა საქართველოს მიეცა პერიოდი ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეზოლუციისთვის. ახლა ვიწყებთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ამ 12 პუნქტის შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ვაიძულებთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხში დათმობებზე წასვლას, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

10-15 წლის განმავლობაში საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა ამ საერთაშორისო ორგანიზაციების გაწევრიანების გზაზე, ახლა ის გახდა აუტსაიდერი. ჩვენ თავად ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის  შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, რათა უკრაინა არ იყოს მარტო, რადგან ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ არა მხოლოდ რუსეთზე გამარჯვება, არამედ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით. 

ყოფილი შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს უკრინფორმის მედიაცენტრში განაცხადა, სადაც გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა. 

კომენტარები