რომ ვთქვა კარგად, კარგად ვერ ვარ, თვალით ვერ ვხედავ, ცოტა ტვინის შერყევა მაქვს და სისუსტე მაქვს, ექიმმა თქვა, რომ სულ ჩაშლილიაო, ძლივს ააწყვეს, დაშლილი იყო თვალი, უბრალოდ დევს თვალი, თორემ მხედველობის ვარიანტი აღარ არის. გამორიცხულიაო მხედველობა. დროშა რომ მეჭირა წყლის ჭავლი გამოუშვეს და რომ შევტრიალდი მაგ დროს სროლის ხმა იყო და ამ ხმის დროს რაღაც მომხვდა, რა მომხვდა არ ვიცი, პლასტმასის, თუ რეზინის ტყვია იყო, ბალონი, თუ ხელკეტი იყო არ ვიცი, არ ვიცი რა მომხვდა, რაღაც მომხვდა გვერდულად ვიყავი, მაგ დროს მომხვდა. ორჯერ მოვიწამლე, მაგრამ მაინც იქ ვიყავი. გაზი რომ გამოიყენეს, მაგის მერე გაისროლეს. რომელი საათი იყო აღარ მახსოვს, გვიანი იყო კი. ორი ბიჭი იყო ჩემ გვერდით, ისინი მომეხმარნენ, ჩამიყვანეს სასწრაფომდე, დამაწვინეს და წამიყვანეს ნიუ ჰოსპიტალში, მაგათი ყველასი მადლობელი ვარ, ექიმებისაც, სასწრაფოსიც, იმ ბიჭებისაც.
tbl.ge/6awg
დაკოპირდა

ამბობს ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ზაზა ბირიაშვილი, რომელმაც მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.
ამავე თემაზე
- აკოფაშვილს სასამართლომ 3000-ლარიანი ჯარიმა და ორწლიანი პირობითი მსჯავრი დააკისრა
- ფრიდი სანქციებზე: იზრდებოდა შეშფოთება, რომ ოცნება ავტორიტარული მიმართულებით მიდიოდა
- სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა
- პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა
- დეგნანი რუსულ კანონზე: მიზანი ხმების ჩახშობა და სტიგმატიზება იყო