რუსული კანონი

"აქციის მონაწილეები გავიყვანეთ, ექსპონატები საცავშია გადატანილი" – ეროვნული მუზეუმი

რადიო თავისუფლება

მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა დაიწყო, პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა ცრემლსადენი გაზისგან თავდასაცავად თავი ეროვნულ გალერეას შეაფარა. თუმცა, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში ვკითხულობთ, აქციის მონაწილეები საგამოფენი სივრციდან რამდენი წუთში გაიყვანეს, ექსპონატების ნაწილი კი საცავებში გადაიტანეს. 

"დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარი შეამტვრიეს და დაიკავეს გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია ფიროსმანის მუდმივმოქმედი გამოფენა. საბედნიეროდ, ექსპონატები არ დაზიანებულა, ხოლო აქციის მონაწილეები გაყვანილ იქნენ მომდევნო რამდენიმე წუთში საგამოფენო სივრციდან.

შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი.

ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ"

კომენტარები