რუსული კანონი

პოლიციელებმა აქციის დარბევისას ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

სპეცრაზმი პარლამენტთან
ტაბულა

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელებმა და პოლიციელებმა რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები დაარბიეს. ბარიკადები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა მათგან დასაცავად ააშენეს, სპეცრაზმმა გაარღვია და ხალხის ძალადობით დაკავება დაიწყო. 

მოქალაქეებთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც -  პოლიციელებმა იძალადეს პუბლიკის ჟურნალისტებზე, ალესანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილზე.  

"ჟურნალისტები მოაშორეთ!" - ისმის ვიდეოში, რომელიც ქეშელაშვილმა გადაიღო. 

ვიდეოში ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციელს, რომელსაც მას მუშაობაში ხელს უშლის, მიმართავს: "გავდივარ, რა გინდა! სადღა წავიდე მეტი? რატომ მირტყამ? ხელს მიშლი, დაგემორჩილე".

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც. "რამდენიმე მუშტი მეც ჩამარტყეს და ოპერატორსაც დაარტყეს". - ამბობს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ჩართვისას. 

კომენტარები