რუსული კანონი

ნეტგაზეთის ჟურნალისტი: სპეცრაზმელმა წიხლი ჩამარტყა, პრესის ბარათი ჩამოკიდული მქონდა

მიხეილ გვაძაბია
FACEBOOK

ნეტგაზეთის ჟურნალისტი, მიხეილ გვაძაბია FACEBOOK-ზე წერს, რომ სპეცრაზმელი მას ფიზიკურად გაუსწორდა. გვაძაბია აღნიშნავს, რომ მას პრესის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდა. 

"დღეს პირველად გამოვცადე საკუთარ თავზე, რომ შსს-ს თანამშრომლისთვის ჟურნალისტობის დამადასტურებელი საბუთის ჩვენება უსაფრთხოების გარანტია არ არის. პირველ სკოლასთან, მიწისქვეშა გასასვლელში ჩასვლისას, სპეცრაზმელმა წიხლი ჩამარტყა. ეს მოხდა 1-2 წამში იმ მომენტიდან, როცა ჩემთან ერთად მყოფმა ნესტანმა დაუყვირა "პრესა ვართ!", მე კი პრესბარათი მქონდა ჩამოკიდული. ხელი ახლაც მტკივა, თუმცა, ჯამში, კარგად ვართ. კეთილმა ადამიანებმა შეგვიფარეს ბინაში".- წერს ჟურნალისტი. 

სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო. რობოკოპები რუსთაველის გამზირზე განლაგდნენ. პარლამენტის ტერიტორია თითქმის ცარიელია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. შსს-მ მომიტინგეების დაკავებაც დაიწყო. 

კომენტარები