რუსული კანონი

არ დაუშვათ ძალადობისკენ მოწოდებები, კანონის ფარგლებში სამართლებრივი რეაგირება გვექნება - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, "არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს".

"ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს" - აცხადებს შსს.

საქართველოს პარლამენტთან, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, პოლიცია აქტივისტებს აკავებს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი დააკავეს და რა მუხლით. 

აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელთან უმრავლესობის დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ მათი დაკავება.

ამ დროისთვის, აქცის მონაწილეები პარალმენტის ორივე შესასვლელთან იმყოფებიან და სკანდირებენ  - "რუსებო! მონებო!“. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი.

პარლამენტის კომიტეტებზე განიხილავენ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების ინიცირებულ ორ კანონპროექტს, რომელიც "უცხოელი აგენტების" გამოვლენას ეხება.

კომენტარები