მოლდოვა-საქართველო

მოლდოვის ავიახაზები ხუთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ფრენებს აუქმებს

მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია Air Moldova თბილისის, პრაღის, ლონდონის, პარიზის და სტამბოლის მიმართულებით და პირიქით ფრენებს აუქმებს.

ავიაკომპანია ამის მიზეზად ოპერაციულ სირთულეს ასახელებს. კერძოდ, კომპანიის ორი თვითმფრინავი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი ფრენისთვის.

"Air Moldova აქტიურად მუშაობს, რათა მოხდეს გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა და ფრენების გრაფიკის რეორგანიზება". – წერია განცხადებაში.

კომენტარები