მოლდოვა-საქართველო

საქართველოს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტით, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი ეწვია.

ვლადიმირ ფილატი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, ორმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია, სადაც ხელი მოეწერება რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის შეთანხმების პროექტს ,,საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა უვიზო მგზავრობის შესახებ’’, ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მოლდოვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’, ასევე შეთანხმების პროექტს ,,საქართველოს მთავრობასა და მოდლოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ’’ და შეთანხმების პროექტს ,,საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ’’’.

ვლადიმირ ფილატი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. 

კომენტარები