მოლდოვა-საქართველო

იური ლიანკა: მოლდოვა საქართველოში მიმდინარე რეფორმებით მოხიბლულია

საქართველოში ვიზიტით მყოფი მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი იური ლიანკა, მის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები განიხილეს და ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

იური ლიანკამ განაცხადა, რომ მოლდოვის დელეგაცია  საქართველოში მიმდინარე რეფორმებს სწავლობს და ამ რეფორმებით მოხიბლულია.

,,მოლდოვის დელეგაცია მოხიბლულია იმ რეფორმებით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს შეეხება პოლიციას, საბაჟოს, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია.’’-განაცხადა იური ლიანკამ.

მანვე აღნიშნა, რომ მოლდოვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტრიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.  

,,ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც ორივე ქვეყანას გაგავაჩნია. მოგეხსენებათ, რომ უკვე მრავალი წელია, ჩვენ ერთი და იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ. მოლდოვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც საქართველო უჭერს მხარს მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას.’’-განაცხადა იური ლიანკამ. 

კომენტარები