პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
"მოლდოვის მხარემ საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან გამოხატა ღრმა უკმაყოფილება იმ დამახინჯებული და შეცდომაში შემყვანი მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერმინისტრი მოლდოვის რესპუბლიკის ევროპულ ინტეგრაციასა და საარჩევნო პროცესზე საუბრობს" – წერს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საუბარია კობახიძის მიერ უნგრეთში, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გაკეთებულ განცხადებებზე.





