პოლონეთი

პოლონეთმა უსაფრთხოების გასაძლიერებლად რუსეთისა და ბელარუსის საზღვრების გამაგრება დაიწყო

პოლონეთმა რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი twitter-ზე წერს და საზვარზე დამონტაჟებული გამაგრებების ფოტოებს აქვეყნებს.

"დავიწყეთ უსაფრთხოების პრევენციული ზომების გაფართოება რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების მიმდებარედ. ეს ჩვენი თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიაა. პირველი გამაგრებები უკვე მონტაჟდება კალინინგრადის ოლქის საზღვართან". – წერს ბლაშჩაკი.

კომენტარები