მე მიმაჩნია, რომ ეს [ივანიშვილის დეპუტატების კანონპროექტი] არის უკან წასვლა, საბჭოთა კავშირისა და მისი ადრეული სტადიებისკენ გადადგმული ნაბიჯი, სამწუხაროდ. ქართულმა საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას, ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი კანონპროექტი, რომლის კანონმდებლობაში შეტანა ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ფაქტობრივად, მიმართულია დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ და საქართველოში არსებული იმ მაკონსტრუირებელი ადამიანებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებითაც ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ დემოკრატიულ მისწრაფებებსა და სიახლოვეს დასავლურ სამყაროსთან.
ამ კანონის მიღება არის ძალიან დიდი ხიფათის შემცველი. ფაქტობრივად, კანონის დონეზე მოხდება სრული დემონიზაცია, ადამიანების ტვინის გამორეცხვა და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი ჩანაფიქრი, ერთი-ერთზე იმეორებს იმას, რაც 2012 წელს განხორციელდა რუსეთში. ძალიან სახიფათოა და ამას არანაირი სიახლოვე ამერიკულ მოდელთან არ აქვს.