რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: აშშ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის დამატებით $10 მილიონს გამოყოფს

ენტონი ბლინკენი 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ სასწრაფო დახმარების სახით აშშ დამატებით $10 მილიონს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისთვის გამოყოფს.

ბლინკენის თქმით, აშშ აგრძელებს "მსოფლიოს გაერთიანებას უკრაინის მხარდასაჭერად". მანვე დასძინა, რომ აშშ მიესალმება 50-ზე მეტი ქვეყნის გაერთიანებას, რომელიც უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მხარს უჭერს.

"რუსეთს შეუძლია ომის დღესვე დასრულება. სანამ ის ამას გააკეთებს, ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რათა მისი სამხედრო ძალები გავაძლიეროთ ბრძოლის ველზე, რომ მათ ჰქონდეთ, რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია სამომავლოდ ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან". – აღნიშნა ბლინკენმა.

20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევს ომის დაწყების შემდეგ პირველად, დაუგეგმავად ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი უკრაინას ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. დახმარებაში შევა ჭურვები, HIMARS-ის რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები და სადაზვერვო რადარები.

კომენტარები