რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა.

ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მთელ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ეს ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია უკრაინაში, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. მოულოდნელი ვიზიტი ბაიდენის პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან შეხვედრი წინ შედგა. ეს შეხვედრა პოლონეთში უნდა გამართულიყო.

კიევში ჩასულ ბაიდენს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დახვდა.

"კარგია კიევში დაბრუნება". – თქვა ბაიდენმა ჩასვლისას. 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, არ უნდა არსებობდეს ეჭვი, რომ უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

როგორც ამერიკული მედია The New York Times-ი წერს, ბაიდენი უკრაინაში მატარებლით ჩავიდა.

ჯო ბაიდენმა ვიზიტის ფარგლებში ნახევარმილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების შესახებ გამოაცხადა.

ჯო ბაიდენი უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე მიიპატიჟა. გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოწვევა კვლავ ძალაში რჩებოდა.

"ვფიქრობ, შესაძლებლობა თუ ექნება, მოხარული იქნება, უკრაინას ეწვიოს. ეს მნიშველოვანი გზავნილი იქნება ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად". – ამბობდა ზელენსკი 15 თებერვალს.

კომენტარები