იტალია

ჯორჯია მელონის კონსერვატიულმა კოალიციამ იტალიის რეგიონულ არჩევნებში გაიმარჯვა

იტალიის პრეიმიერმინისტრის, ჯორჯია მელონის კოალიციამ რეგიონულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც მელონის კონსერვატიულმა კოალიციამ 2022 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 

იტალიის ორ უმდიდრეს რეგიონში, ლომბარდიასა და ლაციოში მელონის კოალიციამ ხმების 55% და 50% მოიპოვა. შედეგები აჩვენებს, რომ მელონის კოალიცია კვლავ სარგებლობს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერით.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ლაციოსა და ლომბარდიაში ხმა ამომრჩეველთა მხოლოდ 40%-მა მისცა, რაც აღნიშნული რეგიონებისთვის ყველა დროის  ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

"მიღწეული შედეგი ახდენს მემარჯვენე ცენტრის კონსოლიდაციას და აძლიერებს ხელისუფლების მუშაობას". – წერს მელონი Twitter-ზე. 

მელონი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის ფორცა იტალია და მატეო სალვინის ლეგა. პარტია იტალიის ძმების წარმომადგენელი ჯორჯია მელონი 25 სექტემბერს გამართულ არჩევნებში კონსერვატიული პარტიების ალიანსს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები