რუსეთი-აშშ

საელჩო აშშ-ს მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

Joshua Roberts

უკრაინაში ომის ფონზე აშშ-მ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. მიზეზი რუსეთის სამართალდამცავების მხრიდან თვითნებური პატიმრობისა და შევიწროების მოსალოდნელი საფრთხეა. 

"აშშ-ს მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ ან მოგზაურობენ, უმჯობესია ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ. უკანონოდ დაკავების რისკებიდან გამომდინარე, გთხოვთ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ. არ იმოგზაუროთ რუსეთში. რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ უსაფუძვლოდ, ან ყალბი ბრალდებით არაერთი აშშ-ს მოქალაქეა დაკავებული. ისინი მოკლებული არიან სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლოს". - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში. 

კომენტარები