რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, კუბის ტერიტორიულ წყლებში ამერიკაში რეგისტრირებულ ნავთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევა აშშ-ს მხრიდან "აგრესიული პროვოკაციაა," რომლის მიზანიც "სიტუაციის ესკალაცია და კონფლიქტის გაჩაღებაა."
ცნობისთვის, აშშ-ში კუბის საელჩოს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ში რეგისტრირებულ სწრაფმავალ ნავზე მყოფი ოთხი მამაკაცი კუბის წყლებში უკანონოდ შეჭრის შემდეგ კუბის სანაპირო დაცვასთან შეტაკებას ემსხვერპლა.
კუბის შსს აღნიშნავს, რომ როდესაც ქვეყნის აკვატორიაში შემოჭრილ ნავს სასაზღვრო დაცვის ხუთი წევრისგან შემდგარი კუბური ნავი იდენტიფიკაციის მიზნით მიუახლოვდა "ნავის ეკიპაჟმა ცეცხლი გახსნა", რის შედეგადაც კუბელი მეთაური დაიჭრა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ნავზე არ იმპოფებოდნენ აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლები და განაცხადა, რომ ამ "ძალიან უჩვეულო" ინციდენტს აშშ-ს მხარეც იძიებს.





