რუსეთი-აშშ

კრემლის თქმით, პუტინმა ტრამპს შობის მისალოცი წერილი გაუგზავნა

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი, ალასკის შეხვედრა, 2025 წლის 15 აგვისტო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შობის დღესასწაულის მისალოცი წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"პრეზიდენტმა უკვე მიულოცა ტრამპს შობა და გაუგზავნა მას მისალოცი ტელეგრამი" - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, პუტინი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისი პრეზიდენტობის დროს შობის დღესასწაულის მისალოც წერილს არ უგზავნიდა.

კომენტარები