გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ აშშ-მ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოედგილეს, ალექსანდრ ალიმოვს გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე დასასწრებლად ვიზა არ მისცა.
"ამ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციას [ჩინეთის] საგარეო საქმეთა მინისტრის ვანგ იის მოწვევით გაეროს საქმეებზე პასუხისმგებელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ალიმოვი უნდა წარმოედგინა. თუმცა, ამერიკული მხრისგან ვიზის მიღების ყველა ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ის არასდროს გაცემულა," - განაცხადა ნებენზიამ.
გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა შემთხვევა არამხოლოდ რუსეთის, არამედ ჩინური მხარის შეურაცხყოფადაც შეაფასა.
"ჩვენ ამას არა მხოლოდ ვაშინგტონის მიერ გაეროს შტაბ-ბინის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევად მივიჩნევთ, რომელიც ითვალისწინებს, რომ გაეროს შტაბ-ბინაში შესვლა გამონაკლისის გარეშე უნდა იყოს უზრუნველყოფილი წევრი სახელმწიფოების ყველა ოფიციალური წევრისთვის, არამედ უხეშ უპატივცემულობადაც ჩინეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობისა და დღეს განსახილველი თემის," - განაცხადა მან.




