ნიდერლანდები

მაისიდან ამსტერდამში, წითელი ფარნების კვარტალში კანაფის მოხმარება აიკრძალება

Erik Lattwein

ახალი რეგულაციებით მაისიდან ამსტერდამში, წითელი ფარნების კვარტალში კანაფის მოხმარება აიკრძალება. მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რომლებიც ტურისტების მხრიდან სიმშვიდის დარღვევას ხშირად უჩივიან. 

შეზღუდვები სხვადასხვა მიმართულებით გავრცელდება. სექსმუშაკებს ადგილის დატოვება არაუგვიანეს დილის 3:00 საათამდე მოუწევთ. რესტორნები და ბარები პარასკევობით და შაბათობით 2:00 საათზე დაიკეტება. ამასთან, 1:00 საათის შემდეგ ახალი ვიზიტორები ქალაქის ძველ უბანში აღარ დაიშვებიან. 

ამჟამად წითელი ფარნების კვარტალში ალკოჰოლის გაყიდვა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით 4:00 საათიდან იკრძალება. ახალი კანონით ამ პერიოდში მოვაჭრეები ვალდებული იქნებიან ალკოჰოლური სასმელები დახლებიდან აიღონ, ან მხედველობის არეს მოარიდონ. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცვლილებას საბჭოს წევრებმა თითქმის უკლებლივ დაუჭირეს მხარი. 

გარდა ახალი კანონებისა, გაზაფხულზე ამსტერდამში ახალი კამპანიის - "stay away" ამოქმედება იგეგმება. რეფორმა კონკრეტულად იმ ტურისტებს ამოიღებს მიზანში, რომელთაც ქალაქის სტუმრობა ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარების, ან სექსის მოტივით სურთ. 

კომენტარები