დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

"ან ტყუილია, ან ვერ გაიგო" – პესკოვი ეხმაურება ჯონსონის სიტყვებს, რომ პუტინი მას დაემუქრა

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის სიტყვებს, რომელთა მიხედვითაც, მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაემუქრა.

"რაც ბატონმა ჯონსონმა თქვა, ეს არაა სიმართლე. უფრო სწორად, ტყუილია. მეტიც, გეტყვით, ეს ან გააზრებული ტყუილია და ინდა ვკითხოთ რა მიზნით აირჩია ეს გზა, ან გაუაზრებელია, ვერ გაიგო, რაზე ესაუბრებოდა პრეზიდენტი პუტინი". – თქვა პესკოვმა.

აქამდე ბორის ჯონსონმა BBC-სთან თქვა, რომ პუტინი მას დაემუქრა, მაშინ, როცა უკრაინაში შეჭრამდე ქვეყნების ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. 

"რაღაც მომენტში დამემუქრა და მითხრა, ბორის, არ მინდა რამე დაგიშავო, მაგრამ რაკეტით მხოლოდ წუთი დასჭირდებაო, თუ რაღაც მსგავსი". – თქვა ჯონსონმა.

კომენტარები