რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს ნორვეგიაც გადასცემს

Leopard 2A4 ტიპის ტანკი

ნორვეგია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს ნორვეგიაც გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილ გრამმა ისაუბრა.

გრამს არ დაუზუსტებია თუ რამდენი ტანკით დაეხმარებიან კიევს.

აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე კლასიფიკაციის მიუხედავად, ნორვეგიის ლეოპარდები გერმანიის გადაცემული ტანკებისგან ოდნავ განსხვავდება. გერმანია უკრაინას Leopard 2A6-ის ტიპის ტანკებს აწვდის, ნორვეგია კი უფრო ადრინდელი მოდიფიკაციის, Leopard 2A4-ის გაგზავნას აპირებს.

აქამდე, გამოცემა Dagens Næringsliv-მა გაავრცელა ცნობა, რომ ნორვეგიის მთავრობა საკუთარი 36 ერთეული Leopard 2-დან 8 ცალის უკრაინისთვის გადაცემას განიხილავდა.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკსა და შესაბამის ნაწილებს გაგზავნის. აქამდე, გერმანიამაც დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2A6-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს და პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების ექსპორტის უფლებას მისცემს.

რუსეთს ეშინია, რომ დასავლეთი უკრაინას ახალი ტანკებისთვის ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს

კომენტარები