EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

კინზინგერი: ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს, ძალიან სევდიანია

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს. 

კინზინგერი Twitter-ზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ CNN-ის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. კობახიძის შეფასებით, CNN-ის ჯურნალისტის მიერ დასმული კითხვა ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა.

კობახიძე დერ ლაიენისთვის CNN-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას "კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული" პასუხით გამოეხმაურა. ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი განიხილა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა

ჟურნალისტის თქმით, ვითარება აჩვენებს, რომ სანქცირებული საქონელი მაინც ხვდება რუსეთში, განსაკუთრებით, უკანასკნელ ცნობებს თუ დავუჯერებთ, საქართველოს გავლით. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას მიუღებელი უწოდა და თქვა, რომ სანქციების მეათე პაკეტი ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული

კომენტარები