რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: გერმანიის ნებართვა Leopard-2-ზე მეორეხარისხოვანია, კიევს ტანკებს მაინც მივაწვდით

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, Leopard-2-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე გერმანიის თანხმობა მეორეხარისხოვანია, რადგან პოლონეთს შეუძლია, ეს ტანკები ქვეყნების კოალიციიდან ბერლინის ნებართვის გარეშეც გაგზავნოს

"ჩვენ გერმანიისგან ნებართვას მოვითხოვთ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. მაშინაც კი, თუ ჩვენ არ მივიღებთ თანხმობას, პარტნიორებთან ერთად უკრაინას ტანკებს მაინც მივაწვდით - ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნების მცირე კოალიციის შექმნა". - ამბობს მორავიეცკი. 

მორავიეცკი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ზეწოლასა და კრიტიკას შედეგი აქვს. მისი თქმით, ბერბოკის ბოლო კომენტარი აჩენს იმედს, რომ გერმანია არა მხოლოდ არ დაბლოკავს ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებას, არამედ საბოლოოდ თავადაც მიაწვდის უკრაინელებს თანამედროვე მძიმე იარაღს. 

22 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ბერლინი სხვა ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს არ ეტყვის.

კომენტარები