რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სხვა ქვეყნებს ჩვენი წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს არ ვეტყვით – ბერბოკი

ანალენა ბერბოკი, ფონზე გერმანული Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა
profimedia.cz

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ბერლინი სხვა ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს არ ეტყვის.

"ეს თხოვნა ამ დრომდე არ ყოფილა, მაგრამ თუ გვკითხავენ, წინააღმდეგი არ ვიქნებით". – უპასუხა ბერბოკმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა მოხდება, პოლონეთმა უკრაინას გერმანული Leopard 2-ის ტიპის ტანკები უნებართვოდ გადასცეს.

გასულ დღეებში პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გერმანული წარმოების ტანკებს უკრაინას ბერლინის ნებართვის გარეშე გადასცემდნენ.

"ამ შემთხვევაში ნებართვა მეორეხარისხოვანია, ჩვენ ან სწრაფად მივიღებთ თანხმობას, ან თავად გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა". – თქვა მორავიეცკიმ.

კომენტარები