ავღანეთი

ავღანეთში ბოლო 9 დღის განმავლობაში, სულ მცირე, 78 ადამიანი გაიყინა

ავღანეთში ბოლო 9 დღის განმავლობაში სიცივეში რესურსების უკმარისობის გამო, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი გააღრმავა, რომელიც ავღანეთში მცხოვრებ მილიონობით ადამიანზე ახდენს გავლენას. ინფორმაცია თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა. 

თალიბანის კატასტროფების მართვის სამინისტროს სპიკერმა, შაფიულა რაჰიმიმ, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ადამიანთა დაღუპვასთან ერთად, ბოლო დღეებში 77 000-ზე მეტი პირუტყვი გაიყინა. 

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (UNOCHA) წარმომადგენელმა 18 იანვარს Twitter-ზე დაწერა, რომ პირუტყვის დანაკარგი საფრთხეს უქმნის ავღანეთში მცხოვრებ ოჯახებს, სადაც 21 მილიონზე მეტი ადამიანი სასწრაფოდ საჭიროებს საკვებს და სასოფლო-სამეურნეო დახმარებას. 

2021 წლის აგვისტოში თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებამ ავღანეთი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისში ჩააგდო. 

Twitter-ის პოსტში ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული პარტნიორები ყოველდღიურად ცდილობენ დახმარებას - ოჯახებს საკვებსა და თბილ ტანსაცმელს აწვდიან, თუმცა დახმარების განაწილებაზე სერიოზულად იმოქმედა თალიბანის მიერ დამხმარე ქალების აკრძალვამ. 

დეკემბერში თალიბანმა ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას ქალი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება უბრძანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიცენზიის გაუქმების რისკი დაემუქრებოდათ. ამ მიზეზით ძირითადმა დახმარების ჯგუფმა დროებით დროებით შეაჩერეს მოქმედებები ავღანეთში. 

გაეროს ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ავღანეთის მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს და სანამ კონფლიქტი ჩაცხრება, ძალადობა და შიში მათი ცხოვრების ნაწილი იქნება. 

კომენტარები