ჯო ბაიდენი

“არაფერი მაქვს სანანებელი” – ჯო ბაიდენი საიდუმლო დოკუმენტებზე

Drew Angerer / Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში ვიზიტისას საიდუმლო დოკუმენტებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სანანებელი არაფერი აქვს და სჯერა, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება.  

"ვფიქრობ, რასაც აღმოაჩენთ ისაა, რომ იქ არაფერია. მე არაფერი მაქვს სანანებელი. მივყვები ადვოკატების მითითებებს. ზუსტად ესაა, რასაც ვაკეთებთ. იქ არაფერია". - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს. 

საქმე ეხება დოკუმენტებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ს შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, “პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში” აღმოაჩინეს. აღნიშნულ ოფისს ბაიდენი 2017 წლის შუალედური არჩევნების დროს იყენებდა, როცა იგი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

CBS-ის ცნობით, ჯამში ოცამდე საიდუმლო დოკუმენტია ნაპოვნი. მათი ნაწილი "პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში" აღმოაჩინეს, ხოლო ნაწილი ბაიდენის დელავერის სახლში. 

დოკუმენტების შენახვისთვის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკეს რესპუბლიკელებმა, რადგან მანამდე ანალოგიური ბრალდებით იგი ტრამპს სთხოვდა პასუხს. თეთრი სახლის დატოვების შემდგომ ტრამპი ასობით საიდუმლო დოკუმენტს ფლორიდის რეზიდენციაში ინახავდა.

კომენტარები