ჯო ბაიდენი

ბაიდენი საიდუმლო დოკუმენტებზე: მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, იგი თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია. ამ საკითხზე პრეზიდენტმა მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

ბაიდენმა განმარტა, რომ ის საიდუმლო დოკუმენტების საკითხს სერიოზულობით ეკიდება და ამ კონკრეტული საბუთების შინაარსთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. მისივე თქმით, იგი თავის გუნდთან ერთად გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მალე პასუხებიც გამჟღავნდება.

“ჩვენ მზად ვართ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ, რომელიც იმედია, მალე დასრულდება”. - თქვა კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა. 

საქმე ეხება დოკუმენტებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ს შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, “პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში” აღმოაჩინეს. აღნიშნულ ოფისს ბაიდენი 2017 წლის შუალედური არჩევნების დროს იყენებდა, როცა იგი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

დოკუმენტების შენახვისთვის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკეს რესპუბლიკელებმა, რადგან მანამდე ანალოგიური ბრალდებით იგი ტრამპს სთხოვდა პასუხს. თეთრი სახლის დატოვების შემდგომ ტრამპი ასობით საიდუმლო დოკუმენტს ფლორიდის რეზიდენციაში ინახავდა.

კომენტარები