ჯო ბაიდენი

მელანია და მე დამწუხრებულები ვართ, გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ – ტრამპი ბაიდენის დიაგნოზზე

Reuters: Kevin Lamarque

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პროსტატის კიბოს დიაგნოზის შესახებ მწუხარება გამოხატა და გამოჯანმრთელება უსურვა.

ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"მელანია და მე დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით. ჯილსა და ოჯახს თბილ და საუკეთესო სურვილებს, ხოლო ჯოს სწრაფად და წარმატებულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ". - წერს ტრამპი.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უწყების ინფორმაციით, გასულ კვირას ბაიდენს პროსტატის კიბოს "აგრესიული ფორმის" დიაგნოზი დაუსვეს.

განცხადების მიხედვით, 82 წლის ბაიდენს დიაგნოზი 16 მაისს დაუსვეს.

კომენტარები