ჯო ბაიდენი

ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს "აგრესიული ფორმის" დიაგნოზი დაუსვეს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში ვიზიტისას, 2024 წლის 12 იანვარი
REUTERS/Leah Millis

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უწყების ინფორმაციით, გასულ კვირას ბაიდენს პროსტატის კიბოს "აგრესიული ფორმის" დიაგნოზი დაუსვეს.

განცხადების მიხედვით, 82 წლის ბაიდენს დიაგნოზი 16 მაისს დაუსვეს.

"გასულ კვირას პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აღმოაჩნდა პროსტატის კვანძი, რასაც წინ უძღოდა შარდვითი სიმპტომების გაუარესება. პარასკევს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ხასიათდება გლისონის მე-9 ქულით (მეხუთე ხარისხის ჯგუფი) და ძვლებში მეტასტაზით. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების აგრესიული ფორმაა, კიბო, როგორც ჩანს, ჰორმონების მიმართ მგრძნობიარეა, რაც შესაძლებელს ხდის მის ეფექტიან მართვას. პრეზიდენტი და მისი ოჯახი ექიმებთან ერთად განიხილავენ მკურნალობის ვარიანტებს." - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები