საგარეჯო

ექიმი: საგარეჯოს კლინიკაში 5 დაჭრილი შემოიყვანეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა

საგარეჯოს კლინიკაში 5 დაჭრილი ადამიანი შეიყვანეს. ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულასთან კლინიკის ექიმი ადასტურებს. 

ექიმის ინფორმაციით, ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ის მუცლის არეშია დაჭრილი. მისივე თქმით, ყველა დაჭრილს ქირურგიული ჩარევა სჭირდება. ერთ დაშავებულს თბილისში გადაიყვანენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქემ რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

შსს აცხადებს, რომ ბრალდებულმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა.

კომენტარები