ლევან ბერძენიშვილი

ვოლსკი ბერძენიშვილზე: კახეთში ლექცია პროვოკაციულია, დაპირისპირებას ითვალისწინებდა

ლექციის ჩაშლას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე წამოეგო ადვილად კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. არამარტო კახელებისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც გააჩნია ლევან ბერძენიშვილს, არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს ალტ-ინფო წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი. 

რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც, რასაკვირველია, პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს ალტ- ინფო, ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია. ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ. 15 იანვარს ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ადგილზე შეკრებილებმა მას პიკეტირება მოუწვეს, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა. 

კომენტარები