ლევან ბერძენიშვილი

მარტინენკო: ალტ-ინფომ ბერძენიშვილს ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინა – ეს ქვეყანა ჩვენია

პუტინისტური ალტ-ინფოს წევრი, შოთა მარტინენტკო აცხადებს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექცია მათი ორგანიზებით ჩაიშალა. ამის შესახებ მარტინენკომ FACEBOOK-ზე დაწერა. 

"ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია) ალტ-ინფო - კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს.

ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს.

მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ.

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს".- წერს მარტინენკო. 

გუშინ, 15 იანვარს ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ადგილზე შეკრებილებმა მას პიკეტირება მოუწვეს, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.

კომენტარები