რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: გერმანიას უკრაინასთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოვუწოდებ

პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი გერმანიას ქმედითი ნაბიჯებისკენ და უკრაინისთვის ყველა სახის იარაღის გადაცემისკენ მოუწოდებს.

მორავიეცკიმ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უირიბად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ბერლინი კიევისთვის მძიმე იარაღის გადაცემისგან თავს იკავებს. 

"გერმანიის მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოვუწოდებ, კერძოდ, კიევისთვის ყველა სახის იარაღის მიწოდებისკენ. ჩვენი საუბრის პარალელურად, უკრაინაში თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა მძვინვარებს. ტანკები არა საწყობებში, არამედ უკრაინელების ხელებში უნდა მოხვდეს". - თქვა მორავიეცკიმ. 

იანვრის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ პარიზი კიევს ფრანგულ ჯავშანმანქანებს, ან AMX-10RC ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს.

ზელენსკი: საფრანგეთი უკრაინას AMX-10 ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს

ხოლო 6 იანვარს აშშ-ში გერმანიის ელჩმა, მილი ჰაბერმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეას მიაწვდის. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, ბრიტანეთი უკრაინაში თავის სამხედრო არსენალიდან დამატებით 14 მთავარ საბრძოლო ტანკს გაგზავნის

კომენტარები