გერმანია-უკრაინა

გერმანია უკრაინაში ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გაგზავნის

აშშ-ში გერმანიის ელჩის, ემილი ჰაბერის თქმით, გერმანია უკრაინას Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეას გადასცემს.

"გერმანია უკრაინას Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს. ჩვენ, ასევე, შევუერთდებით აშშ-ს დამატებითი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეის მიწოდებაში". - დაწერა მან Twitter-ზე 5 იანვარს. 

Marder ქვეითთა საბრძოლო მანქანაა, რომელსაც გერმანული სამხედროები 1970-იანი წლების დასაწყისიდან იყენებდნენ. ქვეითთა საბრძოლო მანქანა მძიმედ შეიარაღებული ჯავშანმანქანაა, რომელიც ბრძოლის ველზე ჯარისკაცების გადასაადგილებლად გამოიყენება. ის ჩვეულებრივ მთავარ საბრძოლო ტანკებთან ერთადაა განლაგებული.

"ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ომის დაწყებიდან ჩვენ უფრო მეტად გავაფართოვეთ მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით. ლოგიკურია, რომ ჩვენც გადავდგათ ეს ნაბიჯი. უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავი რუსეთის თავდასხმისგან და ჩვენ მოვალეობაა დავეხმაროთ მას ამაში". - თქვა გერმანიის ვიცეკანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა.

კომენტარები