რუსეთი-ბელარუსი

ბელარუსში რუსული თვითმფრინავები ერთობლივი წვრთნების გასამართად ჩაფრინდნენ

ბელარუსის საჰაერო ძალების СУ-25УБ-ები.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთთან ერთად ბელარუსში საჰაერო წვრთნებს ჩაატარებენ. 

წვრთნები 16 იანვარს დაიწყება და 1-ელ თებერვალს დასრულება იგეგმება.

"2023 წლის 16 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე ბელარუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საავიაციო ნაწილები, რომლებიც ჯარების რეგიონალური ჯგუფის საავიაციო ნაწილში შედიან, ერთობლივ საფრენ-ტაქტიკურ სწავლებებს ჩაატარებენ". – აცხადებენ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში. 

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებების დროს გააქტიურებული იქნება ბელარუსის საჰაერო ძალების ყველა აეროდრომი და პოლიგონი, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამხედროების დანაყოფები.

ამას გარდა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან რუსი სამხედროები და გამოაცხადებული აქვთ ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო ჯგუფის შექმნა, სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში.

უკრაინის მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გასულ თვეში არ გამორიცხა, რომ რუსეთი კიევის მიმართულებით ბელარუსიდან ახალ თავდასხმას წამოიწყებდა.

კომენტარები