სხვათა შორის, პატრიარქის დაბადების დღის მილოცვა მივიღეთ, სადაც ის [მიხეილ სააკაშვილს] მხნეობასა და გამძლეობას უსურვებს. როდემდე გამძლეობას? ეს ადამიანი უსასრულო ხომ არ არის, რა გამძლეობაზეა ლაპარაკი. ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო ის, რომ [მიხეილ სააკაშვილმა] ახალი რეალობა უნდა შეიგრძნოსო. რომელია ეს ახალი რეალობა, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ ვართ? და საბოლოოდ რუსეთის პროვინცია გავხდით? ეს არის დღეს ჩვენი რეალობა?
tbl.ge/68cx
დაკოპირდა

თქვა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე. კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე და ახალი წელი მიულოცა. "გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად". - წერია ილია II-ს მილოცვაში.
ამავე თემაზე
- "ღმერთმა დალოცოს ქალბატონი მზექალა" - ილია II მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს
- ყაველაშვილი ილია II-ს: მჯერა, საქართველოს გამთლიანების გზაზე თქვენი ლოცვა შეგვეწევა
- პაპუაშვილი ილია II-ზე: ურთულეს ეპოქაში ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი გვყავს
- ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავენ
- დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა – კობახიძე ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს




