ილია II

დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა – კობახიძე ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს

ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს.

"თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენი ბრძნული წინამძღოლობა, სულიერი ძალითა და სიყვარულით განმსჭვალული მოღვაწეობა იქცა იმ სინათლედ, რომელმაც ჩვენი ხალხი ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე ათწლეულებში გამოატარა. დაე, კვლავ დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა. გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ". - წერია კობახიძის მილოცვაში.

დღეს, 4 იანვარს, ილია მეორე 92 წლის გახდა.

კომენტარები