ვაგნერი

პრიგოჟინმა უკრაინასთან საომრად დაქირავებული პატიმრების პირველი ნაწილი გაათავისუფლა

ევგენი პრიგოჟინი

უკრაინული მედია უკრაინსკაია პრავდკრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო RIA Novosti-ზე დაყრდნობით წერს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა უკრაინასთან საომრად დაქირავებული პატიმრების პირველმა ჯგუფი ციხეებიდან გაათავისუფლა. 

ამასთან, პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ ბანაკებში დაპატიმრებულთაგან ბევრს გათავისუფლებამდე მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი და ისინი ომში სამშობლოს დაცვის სურვილით წავიდნენ. 

"არ დალიოთ ძალიან ბევრი, არ გამოიყენოთ ნარკოტიკები, არ გააუპატიუროთ ქალები". – თქვა პრიგოჟინმა გათავისუფლებულ კრიმინალებთან შეხვედრისას.

კომენტარები