ვაგნერი

უკრაინის დაზვერვა: ვაგნერმა ჩეჩნეთიდან პატიმრების დაქირავება დაიწყო

ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრების დაქირავება დაიწყო, რომელთა უმეტესობა პოლიტიკური ბრალდებით იყო ნასამართლევი.

ამას გარდა, უკრაინის დაზვერვის ცნობით, ჩეჩნეთის ორი კოლონიიდან უკვე 50-ზე მეტი პატიმარია "მობილიზებული". ამ დაწესებულებების თანამშრომლებს კი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის დასჯით ემუქრებიან.

კომენტარები